ეს „ხარება“ რა ვერ მოვიცილეთ, კაცო, ვინ გდია ეს გახრწნილი? ვაპროტესტებდი, იმ „ხარებაზე“ იმ წლებში ვლაპარაკობდი. კიდევ ეს „ხარება“ არის? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შსს მინისტრს უსმენენ.
თაკო ჩარკვიანმა „მოქალაქეების" დეპუტატ ალეკო ელისაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის დაზიანებები, რაც საზოგადოებამ ნახა, კატასტროფაა.
„აბსოლუტური კატასტროფაა და ვიმეორებ, არა ამ ერთი პერსონის მიმართ, არამედ საკანონმდებლო ორგანომ რომ განვიხილოთ, დეპუტატს, რომელსაც იმუნიტეტი იცავს პოლიციელი ქუჩაში ასე ეპყრობა ეს სახელმწიფოებრივად ძალიან საშიში რამ არის. ამას სულ ვამბობ. აქ, ინციდენტი რომ მოხდა, ძალიან ცუდი სანახავი იყო და მეც აღვნიშნე ალეკოს მხრიდან-მეთქი, მაგრამ არავინ არასდროს აღნიშნეთ, გუბაზ სანიკიძეს ჯოგივით რომ, აი, აქ წიხლებს ურტყამდნენ და იგივე ვაშაძეს უკნიდან. ეს ზოგადად ჯაჭვს იწვევს. პოლიციელის მიერ შუა ქუჩაში იმუნიტეტის აყრა თუ შეიძლება, მერე თქვენ სხვა რაღაცები აღარ გაგიკვირდეთ, ჯაჭვს გამოიწვევს. რას აკეთებთ, ხალხნო, როგორ შეიძლება ასეთი რაღაც, ეს, რა უბედურებაა? ეს ხარება, რა ვერ მოვიცილეთ, კაცო ვინ გდია, ეს გახრწნილი? ვაპროტესტებდი, იმ ხარებაზე იმ წლებში ვლაპარაკობდი. კიდევ ეს ხარება არის? ვინ არის ეს კაცი, გამაგებინეთ, რა მოქალაქეობრივი ჯავშანი აქვს ასეთი, ამიხსენით ვინმემ, რა უბედურებაა? ამას მიხედვა უნდა. გადავიდეთ ძალადობაზე, მართლაც პრევენციაა გასაკეთებელი. რაშია იცით, საქმე? პრევენციას მარტო ვახტანგ გომელაურს ვერ ავკიდებ, პარლამენტში ისეთი ძალადობაა ხოლმე ქალებზე, რომ წარმოუდგენელი რაღაც არის, უბედურებაა . ზოგადად დასაცინი იყო ხოლმე გარკვეული ქვეყნები, ჩვენ გვსმენია სტატისტიკა, რაიონები, ადგილმდებარეობა, სადაც მათი ძალიან ცუდი და სამარცხვინო წეს-ჩვეულება იყო. საქართველოში არ გვქონდა ასეთი რამ ხალხნო, რა უბედურებაა ეს. რაღაც რიდი ხომ არსებობს?“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.