მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი. ხელი რომ დავადე, ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ნიკა მელიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
„არა რა, რომ დავადე ხელი, ვალდებულებები აქვს და ამბიციური მოღალატეა-მეთქი (ჯერ კიდევ როდის ვთქვი), ისე კი არ ვთქვი, ან ასეთ უკიდურეს სიტყვას-ბრალდებას ინფორმაციის არსებობის გარეშე როგორ ვეტყოდი? (ეგ ჩემი სტილი არ არის, ეგ ბედუკაძის პარტნიორების – „ჩიტებიანების“ სტილია. ჰოდა, ახლა იფრინე, ნიკანორ, „ჩიტებიან“ ინფორმატორებთან ერთად). ახლა უკვე სულერთია, ეს მელია, კუთხურად და ჟარგონულად რომ ვთქვა: „აწი“, გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი – მიწაზე გაშხლართული ფალავანი. ეგ არის და ეგ … კითხვაც კი აღარ არსებობს“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
ყველანი ერთად გადავდგამთ დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ამ ნაბიჯს ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4.
ამის შესახებ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა. ცნობისათვის: საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.