საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნას დეპუტატები დღეს უყრიან კენჭს. 

ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო. მინისტრობამდე კი - მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტში დეპუტატი. ის საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე 2 აპრილს წარადგინა.