ევროკავშირის პრაქტიკით, საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებები ეფუძნება ხოლმე პირველ ეტაპზე კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პოზიტიურ შეფასებას ქვეყნის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. - საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია:
"საზოგადოება რომ ინფორმირებული შეხვდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, მინდა განვმარტო, რომ, სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ორ ეტაპიანია:
პირველი ეტაპია ევროკომისიის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეასრულა ქვეყანამ 12 რეკომენდაცია. აღნიშნული მოსაზრება 8 ნოემბერს გამოქვეყნდება და მეტწილად განაპირობებს იმას, თუ როგორი იქნება ევროსაბჭოს პოზიცია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშრებით;2. მეორე ეტაპი არის დეკემბრის შუა რიცხვებში ევროკავშირის საბჭოს, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურების მიერ გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკავშრის პრაქტიკით, საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებები ეფუძნება ხოლმე პირველ ეტაპზე კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პოზიტიურ შეფასებას ქვეყნის მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის თაობაზე." - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.