პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები - მორჩა კინო,- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს ეს მორჩილი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ უმრავლესობის წევრებმა და პროპაგანდისტებმა კობახიძის ამპარტავნობის დასაკმაყოფილებლად ერთი-ორი დღე იძახონ - "რა საოცარი ლექცია ჩაატარა ირაკლიმ, ეს რა მოვისმინეთო".:)))
სულ ეს იყო ამ პროცესის მიზანი და შედეგი. პრეზიდენტს იმპიჩმენტს მაინც ვერ გამოუცხადებენ, არა აქვთ საკმარისი ხმები. მორჩა კინო“,- წერს ლომჯარია.