როდესაც პრემიერის და მისი გარემოცვის კორუფციის მასშტაბებზე ყოველ დღე ახალ ინფორმაციას ვიგებთ, ამ დროს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება არაფერია თუ არა მანიპულაცია - საზოგადოების ყურადღების გადატანა საკუთარი დანაშაულებებიდან სხვა საკითხებზე,- ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.
„- როდესაც კორუფციაში მხილებულ, დასანქცირებულ მოსამართლეებს გამოძიების დაწყების ნაცვლად მხარდაჭერას უცხადებ;
- როდესაც რუსეთის აგენტობაში მხილებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს არათუ აკავებ, არამედ, ქონების გადამალვაში ეხმარები;
- როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რუსეთის აგენტს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება;
- როდესაც პრემიერ მინისტრის და მისი გარემოცვის კორუფციის მასშტაბებზე ყოველ დღე ახალ-ახალ ინფორმაციას ვიგებთ,
ამ დროს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყება არაფერია თუ არა მანიპულაცია - საზოგადოების ყურადღების გადატანა საკუთარი დანაშაულებებიდან სხვა საკითხებზე.
ეს პროცესი კიდევ ერთი დიდი ნაღმია ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებისკენ მიმავალ გზაზე“,- წერს ნინო ლომჯარია.