„ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს ის სისასტიკე, რასაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ამავდროულად, მხოლოდ დამახსოვრება არ არის საკმარისი - სააკაშვილის რეჟიმი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გასამართლდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის: ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის; ქუჩაში მკვლელობებისთვის; ციხეებსა თუ პოლიციის განყოფილებებში ათასობით ნაწამები ადამიანებისთვის; კოდორის ხეობასა თუ ცხინვალის რეგიონში მიტოვებული მოქალაქეებისთვის და ა.შ.“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.