ჰააგაში ჩვენ მოვიგეთ და არა თქვენ - თქვენ გადამალეთ მტკიცებულებები, რომლითაც საქმის მოგება შეგვეძლო. თქვენ სადაც შეიტანეთ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, წააგეთ ის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განუცხადა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების ამერიკული კანონპროექტების განხილვის დროს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე საუბრისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჰააგაში მოგებული სასამართლოს გარდა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებაც გაიხსენა.

„სტარსბურგის სასამართლოსა და ჰააგაში პროცესები ვინც წარმართა, ეს იყო „ქართული ოცნების“ გუნდი. დაკარგული ისკანდერი ვინც ჩამოგატანინათ, ესეც იცით კარგად“, - მიმართა ოხანაშვილმა დეკანოიძეს.