„ე.წ. მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასატურებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“, კონკრეტულად კი ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის.“ - განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
"2024 წლის 2 აგვისტოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინია, ეშინია თავოსუფალი მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ზუსტად იცის, როგორც კი იქნება თავისუფალი და იქნება გარეთ ქართველ ხალხთან, ის იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს როგორც შეძლო 2003 წელს კიდევ ერთხელ გააერთიანოს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ ამოიყვანოს ქვეყანა ჭაობიდან. კიდევ ერთხელ დაასრულოს ეს სიღარიბე, უმუშევრობა, მაღალი ფასები და კიდევ ერთხელ შექმნას ისეთი სახელმწიფო, როგორსაც იმსახურებს ქართველ იხალხი. ჩვენ ვნახეთ ორი დღის წინ, როდესაც ე.წ.-მა ახლად დანიშნულმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ უკვე პატიმრობა მისჯილ მიხეილ სააკაშვილს როგორ მიუსაჯა ხელახლა წინასწარი პატიმრობა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულ ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. ვერ დაგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ ვივლით წინ. მიხეილ სააკაშვილი 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება თავისუფალი და აუცილებალდ ერთად ავაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს.“ განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა