ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.

ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ტელეფონით პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად საქართველოში არსებული სიტუაცია განვიხილე, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, რომ გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ, მათ შორის დავეხმარო ყველა მხარეს ლეგიტიმური შეშფოთებების გადასაჭრელად“, – წერს მიშელი.