სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
"საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს." - ნათქვამია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ქვეყანაში საპროტესტო აქციები "არა რუსულ კანონს!" მოჰყვა. რომელიც 9 აპრილს დაიწყო და დღემდე გრძელდება.
პროტესტანტები კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.
პ.ს. ფოტო არქივიდან.