სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება კონვერტში უნდა ჩავდოთ, ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს გავუგზავნოთ. ვეტინგს რატომ ითხოვდნენ? ნამდვილი მიზეზი რა იყო, ამას კარგად ვხედავთ უკრაინაში. რეალური მიზეზი, რატომაც სხვადასხვა სისტემაში ფეხის ჩადგმა უნდოდათ, იყო, რომ კონტროლი მოეპოვებინათ, მათ შორის სასამართლო სისტემაზე, თუმცა ფორმალურად ამბობდნენ, რომ მოსამართლეების არჩევის სისტემა გამართული არ იყო. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"მოსამართლის დანიშვნის მთელი ეს პროცედურა სტრასბურგის სასამართლომ სასამართლო კონტროლში გაატარა და რაც მანამდე, ელჩებისგან, ევროპარლამენტარებისგან მოსმენილი გვქონდა, ტყუილი იყო, ხოლო ქართული სისტემა გამართული იყო და ამას ვეტინგი და ხელოვნური სისტემები არ სჭირდება. მათი კრიტიკა კი, იყო ცრუ და ყალბი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ,   სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა