„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ, ცხადად, თანაც ელჩების თანდასწრებით, დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. ის თავისი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა და ახლა საინტერესოა, საერთაშორისო, ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის დარღვევას თუ გამოხატავენ რეაქციას?
„ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ, ცხადად, თანაც ელჩების თანდასწრებით, დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. ის თავისი პოზიციით, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ . ეს არის, მარტივად, დარღვევა კონსტიტუციის, უკვე მეორე სახის დარღვევა კონსტიტუციის. ელჩებიც იქ იყვნენ. ახლა საინტერესოა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის გამოყენებაარგამოყენების საკითხების განხილვაში, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის დარღვევას თუ ჩვენ ვიხილავთ რეაქციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევაა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში?“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ: სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევის და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული.