სხვათა შორის ჩვენზე კარგი კამერები აქვთ, ცოტა არ იყოს, თეთრი შურით გვშურს. „ლაივი“ აქვთო გავიგეთ, ჩვენც ვისარგებლებთ მათი „ლაივით“, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ „ლელო - ძლიერი საქართველო“ აცხადებს, რომ ნაძალადევის 33-ე უბანზე ვიდეოკამერის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ.
„რას არ ართვევინებენ [კამერებს]?! იცით, რომ „ქართულ ოცნებასაც“ აქვს კამერები. სხვათა შორის შარშან არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ყველა უბანზე ჰქონდა კამერა და მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ, რომ არ შეიძლება კამერები იყოს უბანზეო. რატომ არავინ ხმას არ იღებს დღეს „ლელოს“ კამერებთან დაკავშირებით?! მაშინ არ მახსოვს „ლელო“ აპროტესტებდა თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ, მხარს აუბამდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და წელს თავად აყენებენ კამერებს. სხვათა შორის ჩვენზე კარგი კამერები აქვთ, ცოტა არ იყოს, თეთრი შურით გვშურს. „ლაივი“ აქვთო გავიგეთ, ჩვენც ვისარგებლებთ მათი „ლაივით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.