17 წლის წინ, როდესაც ტექნიკა და პირობები სხვანაირი იყო, მაშინ შეძლეს მისიის გამოგზავნა და წელს რა პრობლემა იქნებოდა, უფრო მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქთან. უფრო ადვილად და კომფორტულად ჩამოვიდოდნენ საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც ჰკითხა, დააკვირდება თუ არა ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს.

„ეუთო/ოდირი მოვიწვიეთ. მათ ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ არჩევნებზე. არაფერი სჭირდებოდა, რომ შეეკრათ რამდენიმეკაციანი დელეგაცია იმისთვის, რომ ჩამოსულიყვნენ და დაჰკვირვებოდნენ არჩევნებს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენიმე კვირით ადრე მიიღო შეტყობინება ეუთო/ოდირმა არჩევნებთან დაკავშირებით და 17 წლის წინ, როდესაც ტექნიკა და პირობები სხვანაირი იყო, მაშინ შეძლეს მისიის გამოგზავნა და წელს რა პრობლემა იქნებოდა, უფრო მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქთან. უფრო ადვილად და კომფორტულად ჩამოვიდოდნენ საქართველოში. ვფიქრობ, რომ ესეც ნაწილია იმის, რომ რაღაცნაირად მოხდეს ქართულ არჩევნებზე თავდასხმა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.