საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში ავტომობილების ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - "თავისუფლების მოსვლა!", რასაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ფეიბუკში" გამოეხმაურა. 

"ქალბატონი სალომე ლაზერს გვანათებს?

ქართველი ხალხის მიმართ ამ სამარცხვინო ქედმაღლობაზეც იქნება პასუხი 26 ოქტომბერს. - წერს შალვა პაპუაშვილი. 

ცნობისთვის, თბილისში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წინსაარჩევნოი დასკვნითი ღონისძიება ტარდება. სადაც მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების იმყოფება, სატრანსპორტო საშუალებები კი სპეციალურ ადგილებზეა გაჩერებული. რის გამოც რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აკრძალულია ან მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.