პირადად ვერ ჩამოვყალიბდი ეკა ბესელია პოლიტიკოსია, თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელი, – ამის შესახებ საქართველოს პარალამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, რომ შესაძლოა, ეკა ბესელია შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს.
მისი თქმით, ბესელიას აქვს „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და მოუწოდებს მას, გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები.
„ერთადერთი რამისკენ მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად ვერ ჩამოვყალიბდი ეკა ბესელია პოლიტიკოსია, თუ ენჯეოსექტორის წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, რომ გაასაჯაროოს საკუთარი უცხოური დაფინანსებები და ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ. როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება, მას ჰქონდეს ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.