ჩვენ გვაქვს შეთანხმებული ფორმატი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმასთან ერთად, რომლის წევრი მათ შორის ის ორგანიზაციებიც იყვნენ, რომლებმაც შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ დათქმას, რადგან თავიანთი წარმომადგენლები ვერ აირჩიეს ამა თუ იმ თანამდებობაზე და დატოვეს პლატფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ამიტომაც არის, რომ საბოლოო ჯამში, ისინი გაემიჯნენ ამ პროცესს, თორემ ISFED-ი თუ საია ამ პროცესის მონაწილეები, როგორც აქამდე იყვნენ. ეს ფორმატი გვქონდა შეთანხმებული. მათ აირჩიეს ეს გზა - რადიკალიზაციისა და გამიჯვნის. ახლა ამ „ენჯეოების“ კალაპოტში დაბრუნება სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობაა. დონორების პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ „ენჯეოებს“, ამ ფულს მიჰყვება მათივე პასუხისმგებლობა. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა მათი დაფინანსებით მოქმედმა „ენჯეოებმა“ უარი თქვან რადიკალიზმზე და დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს“,- -აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით პარლამენტში მორიგი სამუშაო შეხვედრა იწყება, რომელსაც მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრაში არ მონაწილეობს „ლელო“.