გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს. 

ანგარიში სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

სამინისტროს მიერ წარდგენილი ანგარიში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და მიღწეულ პროგრესს ასახავს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების მართვა, ქიმიური უსაფრთხოება, სამრეწველო ემისიების რეგულირება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

სხდომაზე ასევე განიხილეს შესაბამისი კანონპროექტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებისა და მიღების სამომავლო გეგმები.