"მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია."- ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა.

„მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე, რომ უნდა მივცე ხმა მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია.

მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი.

9 წელია მეუფე შიო ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით. 

მე ვიცი, როგორი ურთიერთობა მქონდა მასთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით.

 მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩემთვის იქნებოდა პრობლემა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რამე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. დანარჩენი მე მორჩილი ვარ , მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში" - მეუფე სტეფანე.