საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმზე ბრიუსელის დუმილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მე-13 დღეა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს. სირცხვილია", - წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ: თბილისში 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს