2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია. ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს.
"2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია.
ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით.
ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.
დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია.
ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის," - წერს შალვა პაპუაშვილი.
Recently published stats of first five months of 2024 indicate a notable 9,3% economic growth of Georgia.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) June 29, 2024
Georgia continues its solid economic performance, recording the highest economic growth among the European Union candidate countries and the #EU itself. Georgia also ranks… pic.twitter.com/Yv2I1PGo2g