საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში თოჯინად იქცა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა თოჯინად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში და თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ თოჯინად - უცხო პოლიტიკური ჯგუფებში ხელში და ეს არის ერთი შეკრული წრე, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის ამ მემორანდუმით, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უცხოეთში მოაწერეს ხელი. ესეც ხომ სხვა განზომილება არის იმისა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ პატრიოტიზმი და როგორ ხედავენ ისინი ხალხის მსახურებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.