საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის რამდენიმე ქალაქში მიმდინარე პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა და განმარტა, რომ ეს არის შედეგი ბრიუსელის შიდა პოლიტიკისა, რომელმაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა სხვადასხვა საზოგადოება და ქვეყანა.

„შემთხვევითი არ არის, რომ სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში პარალელური პროცესებია. რატომ არის ეს პროცესები და ძალადობები - პასუხი ხელის გულზე დევს: ეს არის სწორედ იდენტობის კრიზისი, რომელიც დღეს ევროკავშირის სივრცეშია. ევროკავშირი ევროპას მიაქანებს ცივილიზაციური უფსკრულისკენ. ეს არის შედეგი ბრიუსელის შიდა პოლიტიკისა, რომელმაც იდენტობის კრიზისამდე მიიყვანა სხვადასხვა საზოგადოება და ქვეყანა.

შეიძლება ეს ძალადობები შეწყდეს, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება დროებითი მანამ, სანამ ძირეულად არ გადაიაზრებს ევროკავშირი თუ ვინ არის, რა არის და რა იდენტობაზე დგას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.