ევროკომისიის ანგარიშში შარშანდელთან შედარებით ახალი არაფერი წერია, ვერც ჩაიწერებოდა, რადგან ბრიუსელს გამოცხადებული აქვს ბოიკოტი საქართველოს მიმართ. ასეთი ანგარიშის შედგენა შეუძლებელია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების გარეშე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიში ფაქტობრივად პოლიტიკური კომუნიკეა, რომელიც ბრიუსელმა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და გამოიყენა საქართველოზე თავდასხმისთვის.

„დღეს ევროკავშირის ელჩს აქვს ბრიფინგი, მეც მაინტერესებს, იქამდე აქვს დრო და შეუძლია, მიპასუხოს: დღეს 4 ნოემბერია, ზუსტად 13 თვე გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან. დღემდე ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი არ გამიჯვნია 4 ოქტომბრის ძალადობას, ევროკავშირის ელჩს დღემდე არ დაუგმია ეს ძალადობა და დღემდე ევროკავშირის ელჩი და დოკუმენტშიც ვნახეთ, ითხოვენ მოძალადეების გათავისუფლებას. ადამიანები, რომლებიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებით თავს ესხმოდნენ სხვებს და წვავდნენ, დღეს ასეთ ადამიანებს საფრანგეთში უწოდებენ ადამიანებს, რომლებმაც მკვლელობა სცადეს. საქართველოს შემთხვევაში ბატონი ჰერჩინსკი, კომისიის დოკუმენტთან ერთად, ითხოვს ამ ადამიანების გათავისუფლებას. რა არის ეს თუ არა ძალადობის წახალისება, ძალადობის წაქეზება და მომდევნო ძალადობის გამოწვევა. ნაცვლად იმისა, ქართველ ხალხს მასწავლებლის ტონით ელაპარაკოს, დღეს გვსურს, ელჩმა აგვიხსნას – 2025 წლის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით რა იყო ევროკომისიის პრესსპკერის განცხადება, რომელმაც მხარი დაუჭირახელისუფლების დამხობის მიზნით შეკრებას, რამაც გამოიწვია ძალადობა, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რაც დღემდ არ დაუგმია ბატონ ჰერჩინსკის. მეორე საკითხი ეხება მათ, ვინც საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს, პრეზიდენტს შეწყალებით მიმართეს, ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და ახლა ევროკომისია ამ ადამიანებზე ამბობს, რომ იყვნენ თვითნებურად დაკავებული. ესეც არის ძალადობის წახალისება. იმ ადამიანებზე ამბობენ, რომლებიც პირდაპირ ეთერში ძალადობდნენ და ბრიუსელი და ევროკავშირის საელჩო ამ ადამიანებს ხელს აფარებდა. პაველ ჰერჩინსკისგან დღეს კონკრეტულად გვაინტერესებს: გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას. ამას პასუხს პირდაპირ თუ არა გასცემს, პასუხიც გასაგებია იქნება, რომ ძალადობის მხარდამჭერი და წამხალისებელი იქნება ის და ევროკომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.