ვიცით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომელიც სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს ჰქონდა დაგროვილი, მათ შორის მათივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერები იყო. ასე რომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი ჩანაწერები ბარამიძეზეც ჰქონდეთ და რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა. როცა ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს გულის კარები ევროპარლამენტში და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ღირებულებით უფსკრულშია ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს და მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებებს მართავს და მხარს უჭერს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ კასრებში იარაღი რატომ იდო? ის იყო თავდაცვითი ზღუდე, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ








