"დღეს, სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც დონალდ ტრამპი ამბობს, რომ "როდესაც აქტივისტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აზიანებენ და პოლიციას ქვებს ესვრიან, ეს არა საპროტესტო აქცია, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია.

"დღეს, სამყარო თანხმდება, რომ ძალადობრივი პროტესტი დემოკრატიის მტერია. ამის ფონზე, "ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს" სკანდირება, ძალადობის მხარის არჩევაა.

ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს - კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.