„გაცხადებულია, რომ მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა. ეს ყველაფერი გარედან არის მართული. ვხედავთ შეხვედრებს მათთან, ვიზიტებს. დააანონსეს კიდეც, რომ ამ დღეებშიც აპირებენ საზღვარგარეთ წასვლას. ეს კიდევ ერთი გამწვავებაა." - – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ზოგადად, გამწვავებები ემართებათ ხოლმე გაზაფხულზე, მაგრამ ჩვენს გარემოპირობებში შემოდგომაზე არის ხოლმე გამწვავებები, არჩევნების წინ და ეს ერთ-ერთი ასეთი გამწვავებაა. ამისი შედეგი იქნება 5 ოქტომბერი. დადგება 5 ოქტომბერი და ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან. ვინც ცდილობს, ძალადობით შეცვალოს ხელისუფლება, მას პასუხს გასცემს კანონმდებლობა" – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.