ჩვენ არაფერი დასამტკიცებელი არ გაქვს უკრაინის მიმართ და არც არავის მიმართ. ეს ჩვენ დავამტკიცეთ სამი ომით და ჩვენი სისხლით, რომელსაც არავისზე ნაკლები ფასი არ აქვს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„უკრაინას აქვს თავისი გამოწვევები და ის სხვანაირად უყურებს, სხვანაირად აღიქვამს სამყაროსაც. ყოველდღიურად არის ომში და ის კონცენტრირებულია საკუთარ თავზე. თუმც ამ შემთხვევაში ჩვენ, ჩვენი პოზიციიდან არ გვაქვს ნაკლები ნაომარი და ნაბრძოლი. სამი ომი გვაქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული. ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული არის, ჩვენს ტერიტორიაზე არის რუსული ჯარი დღემდე განთავსებული. ასე რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვარ თ ისეთი ქვეყანა, როგორც ევროკავშირის, თუ ნატოს სხვა წევრები, რომლებმაც თავის მხრივ, თავისი პოლიტიკით გააძლიერეს, შეიძლება წაახალისეს რუსეთის ასეთი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. ჩვენ სხვა ლიგაში ვართ. ჩვენ არაფერი დასამტკიცებელი არ გაქვს უკრაინის მიმართ და არც არავის მიმართ, ჩვენს პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ეს ჩვენ დავამტკიცეთ სამი ომით და ჩვენი სისხლით, რომელსაც არავისზე ნაკლები ფასი არ აქვს. ასე რომ საინფორმაციო, გარკვეულ ჩხვლეტებს ავიტანთ, ეს არ არის პრობლემა. მთავარი არის ერთი რამ, რომ ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი ჩვენს დამოკიდებულებაში ამ საკითხების მიმართ და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ჩვენმა საზოგადოებამაც რომ იცოდეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს პოზიცია. საქართველო ამ მთლიან ალიანსში, რომელიც უჭერს უკრაინას მხარს და უჭერს როგორ - ჩვენ ვიყავით ყველა რეზოლუციის მხარდამჭერი და ინიციატორი, მათ შორის ჰააგაში სისხლის სამართლის სასამართლოში განცხადების თანაავტორი, მოლდოვამ უარი თქვა თანაავტორობაზე. ჩვენ გაეროში რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ, თან სპონსორი ვიყავით. ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის მონაწილე და მხარდამჭერი ვიყავით“- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.