ევროპარლამენტართა ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, რომელიც კითხვებს არ დასვამს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება, ვერ გამიგია, წარმოუდგენელია. დეპუტატები ვინ არიან?! 29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასეთი რამ აბსურდია. ეს არის უბრალოდ, ვიტყოდი, დაშინების მეთოდი იმისთვის, რომ ევროპარლამენტის ამ ჯგუფს უნდა მორჩილი ქართული საზოგადოება, მორჩილი, რომელიც კითხვებს არ დასვამს, გაყვება პირდაპირ დირექტივებს და რომელიც იტყვის, რომ სინამდვილეში მორჩილებაში არის თავისუფლება და უცოდინრობაში არის ძალა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.