"მე მგონი აქ უკვე ჩვენი ჩარევაც კი არ არის საჭირო. შიგნით, ოპოზიციაშიც კი დასცინა ყველამ ამ ინიციატივას. არითმეტიკისა და ეკონომიკის არასწორად გაგებაში ამხილეს. არ ვიცი, ეს კლოუნადა თავად შიგნითაც კი არასერიოზულად იქნა აღქმული და დასრულდა ამით მათი ეს დაპირება, როგორც სხვა დაპირებები. დავინახეთ, რომ იყო აბსოლუტური ფარსი, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ლელოს" ინიციატივა 1000-ლარიან პენსიაზე. 

„ეს პირდაპირ, არათუ სიტყვით ნათქვამია, პარლამენტში ამასთან დაკავშირებით შემოტანილი აქვთ რეზოლუციები და კანონპროექტები, რომ სანქციების ომი გამოუცხადონ რუსეთს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ცხელ ომს რუსეთთან. შესაბამისად, გამოიწვევს სისხლის ღვრას, ნგრევას, ეკონომიკურ კოლაფსს. ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს არის მათი წინასაარჩევნო დაპირებაც. „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი შემადგენელი ნაწილებით, „ლელოთი“, „გირჩით“ და ა.შ, ოქტომბრის არჩევნებზე მათი მთავარი საარჩევნო დაპირება იქნება, რომ ისინი გამოუცხადებენ სანქციების ომს რუსეთს და ამით ჩართავენ საქართველოს ცხელ ომში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.