შალვა ნათელაშვილი: ჩემი პირადი აზრია, რომ თბილისში ლევან კაჭარავას,იგივე ტილიკას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი

1656152441
ჩემი პირადი აზრია, რომ გუშინ თბილისში ლევან კაჭარავას,იგივე ტილიკას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი. - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საყოველთაოდ ცნობილია,რომ ივანიშვილმა 90--იანი წლების სისხლიან რუსეთში სწორედ შეკვეთილი მკვლელობებითაც დააგროვა პირველადი მილიონები. მარტო ჩაცხრილული ოთარ კვანტრიშვილი გავიხსენოთ. ჩემი პირადი აზრია, რომ გუშინ თბილისში ლევან კაჭარავას,იგივე ტილიკას შეკვეთილი მკვლელობის სათავეში დგას სწორედ ბიძინა ივანიშვილი. ალბათ ყველას გახსოვთ რომ მოკლული მილიონერი მხედრიონის დამრტყმელი ბირთვი იყო და სწორედ მაშინ გაიტაცეს ივანიშვილის ძმა,რომლის გამოსყიდვაშიც ამ ბატონმა არსებული ინფორმაციით დიდი თანხა გადაუხადა მხედრიონს. მოკლედ ბევრი,რომ არ ვილაპარაკოთ ქვეყანას სათავეში ყველა უბედურებასთან ერთად ტერორისტიც უდგას.
დაახლოებით 16 საათის წინ, თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ყოფილი წევრი, ლევან კაჭარავა მეტსახელად “ტილიკა, ჩაცხრილეს.
ყოფილი მხედრიონელი, ლევან კაჭარავა კომპანია Silk Road Group-ის თანადამაარსებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით მას წყნეთის გზატკეცილზე ჩაუსაფრთდნენ და ავტომანქანაში ჩაცხრილეს, რომელსაც დაახლოებით 20-ზე მეტი ტყვია მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე ვინმეს დაკავების ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ.
როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.