ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა რა თქმა უნდა ორგანიზებულია და ნიშნავს,რომ ოლიგარქი გადავიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ ანგარიშსწორების ახალ, ტერორისტულ ეტაპზე. - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა რა თქმა უნდა ორგანიზებულია და ნიშნავს,რომ ოლიგარქი გადავიდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ ანგარიშსწორების ახალ, ტერორისტულ ეტაპზე. რწმენის დამცველებს კი მინდა შევახსენო რომ ეკლესიისა და პატრიარქისთვის ისტორიაში არავის უკადრებია ის სიბინძურეები რაც ჩაიდინა ივანიშვილმა თავისი სპეცსამსახურებით, როდესაც ლამის არცერთი მეუფე არ დატოვეს პირადი ცხოვრების კადრების გარეშე, ხოლო პატრიარქს არაერთხელ აუგორეს უბინძურესი პროვოკაციები. ამიტომ ვისაც გული ერჩის ამ პრობლემაზე მიაკითხონ ოლიგარქს სოლოლაკსა თუ შეკვეთილში."

ცნობისთვის: მოქალაქე ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში იტყობინება, რომ გორის "სმარტთან", მანქანაში მჯდომ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც მას თვალის დაზიანება აქვს მიღებული.