შესადგენია ყველა იმ კრიმინალის შავი სია, რომლებიც პოლიტიკურ ძალადობაში მონაწილეობენ, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ „რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს“.
„ამ შემთხვევაში ვეთანხმები ექს-პრეზიდენტს. ეს პერსონა ქართველი კრიმინალების საარჩევნო დაორგანიზებისთვისაა გამოშვებული. ვფიქრობ შესადგენია ყველა იმ კრიმინალის შავი სია რომლებიც პოლიტიკურ ძალდობაში მონაწილეობენ“,- წერს შალვა ნათელაშვილი.