საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მსოფლიო ლიდერებს გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მიმართავს. ირაკლი კობახიძის გამოსვლის მთავარი გზავნილები საქართველოს მიღწევებს, უსაფრთხოების გამოწვევებს, ქვეყნის ოკუპაციასა და რეგიონულ მშვიდობას დაეთმობა.

მთავრობის მეთაურმა ნიუ-იორკში უკვე გამართა მაღალი დონის შეხვედრები, მათ შორის ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესა და თურქეთის პრეზიდენტთან. 

პრემიერმა მონაწილეობა მიიღო მშვიდობისადმი მიძღვნილ პანელურ დისკუსიებში და დაესწრო დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს.

ვიზიტის ფარგლებში ყირიმის პლატფორმაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრიც, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ერთგულებას კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი.