სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიციელი შშმ პირს, გუბაზ სანიკიძე “რეაქციაში” გამოეხმაურა:
“ის პოლიციელი არ არის, ის არის ცოფიანი ძაღლი! აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს მაგ კაცის სახელი და გვარი და გავუგიგოთ. დარწმუნებული ვარ აღდგომას მის ოჯახში წითელ კვერცხებს შეღებავენ და “ქრისტე აღსდგას” მიულოცავენ ერთმანეთს. აი ასეთი ქრისტიანები ვართ რაა, საქართველო თავიდან არის გადასანათლი, თავიდან არის მოსანათლი”- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.