თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს პარტია "გირჩი". "გირჩის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ თუკი დანარჩენი ოპოზიცია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, კარგი იქნება, თუკი არ მიიღებს, კიდევ უფრო უკეთესი.

"პარტია თუ არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ან რევოლუცია უნდა გააკეთოს ან უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. ამიტომ, ვინაიდან რევოლუციას ჯერჯერობით არ ვგეგმავთ და არც პოლიტიკიდან წასვლას, ბუნებრივია, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. მეორე საკითხია, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები, რა გარემო იქნება, სხვა პარტიები რას იზამენ. ზოგადად, მათი არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა, არის ქართული ოცნების მთავარი დასაყრდენი ჩვენ ქვეყანაში. მიიღებენ მონაწილეობას, მშვენიერია, არ მიიღებენ და კიდევ უკეთესი. თუ მაგალითად, "ლელო" არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში ან არც "ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ უფრო მეტი ხმა გვექნება და მეტი მხარდამჭერი," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.