ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზ. N52-54-ში სკვერისა და სპორტული მოედნის განახლება დასრულდა.
ტერიტორიის საერთო ფართი 1200 კვადრატული მეტრია. სპორტული მოედნის გარდა, ადგილზე განთავსდა საბავშვო მოედანი და ფიტნეს ზონა. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერის ტერიტორია გამწვანდა, კერძოდ, დაირგო 45 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 392 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს "ლაგომ" განახორციელა.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, პარლამენტის დეპუტატთან ზურაბ რურუასთან და საკრებულოში ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად შეხვდა და შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. 





