პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გურამ მაჭარაშვილი და ხატია დეკანოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მათ შორის დაპირისპირება ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძემ რეგლამენტი დაარღვია და სხდომა უნდა დაეტოვებინა.

ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს „რუსები“ და „არარაობები“ უწოდა, რასაც "ხალხის ძალის" დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის პროტესტი მოჰყვა.

"სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე", - მიმართა გურამ მაჭარაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

მანამდე,  სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ხატია დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს შორის.

"შე ტუტუცო ქალო, გაბრძანდით აქედან. საერთოდ ამ ქვეყანაში, რომ ჩამოხვედით, უნდა გრცხვენოდეთ. ფსკერი ხართ, მეტი არაფერი, ფსკერზე ქვემოთ ხართ", - მიმართა გივი მიქანაძემ ხატია დეკანოიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა:

"არ გინდათ შინაარსის მოსმენა. ანრი, პატარა ძალაუფლება ჩაგიგდიათ და შენ გგონია, რომ ამ ძალაუფლებით ვინმეს შეაშინებ, მაგრამ არარაობები ხართ ყველა. როგორ არ გრცხვენია კომიტეტის თავმჯდომარე ხარ. ლეგიტიმური პროცესი არ არის ეს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რომელმაც აღნიშნა, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც უკრაინაში თანამდებობის გამო საქართველოს მოქალაქეობა დატოვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილის ბოთლი ესროლა.