"ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა", - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა "ხალხის ძალას" დეპუტატს, მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როცა ეს უკანასკნელი დარბაზში აღარ იმყოფებოდა.
"სამწუხაროა, რომ ყაველაშვილი წავიდა იმიტომ რომ საჩუქარი მქონდა მისთვის მოტანილი, ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა და ჩემი წიგნი მოვუტანე რუსეთის ფარულ ომზე. რუსულ ენაზე სხვათა შორის, სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი და ივარჯიშოს, ეგება რუსულად მაინც გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.