პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის განხილვა უკვე რამდენიმე საათია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "ნაცმოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე და "ხალხის ძალის" წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
"მიშა, მე მაგალითად წავიკითხავდი 2 წიგნს და მერე მოვიდოდი აქ. განათლება არ გაქვს უმაღლესი განათლება არ გაქვს. მიშა, ძალიან უწიგნური ხარ, მე მაგალითად შენ ადგილას 1 წიგნს წავიკითხავდი. გაუნათლებელი ხარ" - ასე მიმართა ხატია დეკანოიძემ მიხეილ ყაველაშვილს.
ცნობისთვის, 9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს: ხათუნა სამნიძეს და თამარ კორძაიას სხდომათა დარბაზი დაატოვებინონ.
სალომე სამადაშვილმა, ეკა ხერხეულიძემ და ხათუნა სამნიძემ კომიტეტზე პლაკატი გაშალეს, წარწერით „Русский военный корабль иди на...“