ყველა მონაცემებით „ოცნება“ იქნება პირველი ოპოზიციის პარტია, ე.ი. იქნება პირველი ვინც წარმომიდგენს პრემიერობის კანდიდატს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველას გვესმის, ქარტიის ირგვლივ შეკრებილ პარტიებს ესმით, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის შეთანხმება არის აუცილებელი და ამაზე არავინ წავა, რომ რისკის ქვეშ დააყენოს სტაბილურობა, ამაზე მეც ვარ პასუხისმგებელი, როგორც ვარ პასუხისმგებელი ქარტიაზე და ასევე ვარ ჩვენს პარტნიორებთან პასუხისმგებელი რომ ეს პარტიები მონახავენ საერთო ენას, იმიტომ რომ ჩვენს პარტნიორებს სულ არ უნდათ დაინახონ ამ ქვეყანაში რამე ფორმის არასტაბილურობა. მათთვის მთავარია მშვიდობიანი, დემოკრატიული ტრანზიცია, ამისთვის არის რომ ზოგიერთმა მითხრა რომ თუ საჭირო არის ივანიშვილისთვის რაღაც გარანტიები, ამისთვისაც შეიძლება საუბარიო, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილმა ცუდად გაიგო და ფიქრობს, რომ ეს დალაგებას ნიშნავს. ვერაფერსაც ვერ დაალაგებს, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ქვეყნებში, ახალ ეპოქაზე გადასვლა, მაშინ შეიძლება მიიღოს რაღაც გარანტიები.
დღეს არავინ არ ფიქრობს იმაზე (ესეც არის ახალი ეპოქა საქართველოს ისტორიაში), რომ ვინც წააგებს, ის ყველაფერს წააგებს, არ წააგებს ყველაფერს. ჯერ ერთი „ოცნება“ მე მგონი ყველა მონაცემებით იქნება პირველი ოპოზიციის პარტია და პირველი პარტია რიცხობრივად, თუ რამე არ შეიცვალა ბოლო წუთში. ე.ი. პირველი ვინც წარმომიდგენს პრემიერობის კანდიდატს, იქნება „ოცნება“, იქნება პარლამენტში, იქნება ერთი წლით მაინც ადგილობრივი თვითმმართველობა, რევოლუცია არ ხდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.