საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, თარიღი პრეზიდენტთან უკვე შეთანხმებულია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიოა, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მიმართავს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, რადგან მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.