მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  ჟურნალისტის კითხვას - შეიწყალებს თუ არა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ: ბრიფინგის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშილს მოუწოდებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ შეიწყალოს.