თბილისის, მთაწმინსის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიერ ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს.

"როგორც მუდამ ყველაფერზე ფბს კომენტატორებს დაცინვის მეტი არაფრის თქმა შეუძლიათ თუნდაც პატრიარქის ქადაგებაზე მონარქიის თემაზე. პატრიარქს რომ არაფერი ეთქვა, ნუთუ იმას მაინც არ უნდა დავუკვირდეთ, როცა კონსტიტუციაზე ვმჯელობთ და რატომღაც მივიჩნევთ, რომ ის თუ ეს რეჟიმი საქართველოს გააბრწყინებს, ვივიწყებთ რომ ერთადერთმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს საუკუნოვანი სახელმწიფოებრივ მდგრადობა, გაბრწყინება და გაერთიანება... საპარლამენტოს გამოცდილება პრაკტიკულად არ გაგვაჩნია და პარლამენტს მართავს პარტიები, რომლის ნდობა ნოლზეა, პრეზიდენტებმაც ვერ გაამართლეს იმედი და დაგვიტოვეს დაკარგული ტერიტორიები, ავტოკრატიზმის გამოკვეთილი ტენდენციები ცარიელ ამბიციებთან ერთად .... ამ დროს გაგვაჩნია უძველესი სამეფო ოჯახი .... ევროპულ ოჯახში პირდაპირი შესვლის, ტერიტორიების საერთო გვირგვინის ქვეშ შემოკრების ერთერთი გზა !

ეს გზაც მარტივი არაა და როგროც ყველაფრს მზადება და გათვითცნობიერება სჭირდება მაგრამ სხვათუ არაფერი ცარიელი სადღეგრძელოების მაგივრად კი გვმართებს ჩვენი ისტორიის ეს ელემენტარული გაგება და წარსული გამოცდილების პატივისცემა რამეთუ წარსულიდან ზოგჯერ მომავალი უფრო კარგად იჭვრიტება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პატრიარქის აზრით კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.