ჩვენ ვხედავთ კორიანტელს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს ეს ევროპული კანდიდატურა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„შოლცმა თქვა, რომ არ შეიძლება ამის (რუსული კანონის) დაბრუნება, ეს არ არის ევროპული კანონი. კობახიძეზე უნდა ითქვას, რომ სრულიად დაარღვია ყველა დიპლომატიური წესი. შენ როცა ხარ ოფიციალურ ვიზიტზე, არ უნდა ისაუბრო იმ ქვეყნის ენაზე. ჩემ პირველ ვიზიტზე მაკრონმა ქართულად მომისმინა. ცოტა უნდა ისწავლონ რაღაცები, სანამ იქით-აქეთ სიარულს დაიწყებენ.

არ გამიკვირდა შოლცის პოზიცია. ეს არის მხოლოდ საწყისი იმისი, რასაც ამ პერიოდში გაგვიმეორებენ. ეს კანონი არის საბოტაჟი ჩვენი ევროპული გზის და არა მარტო ეს კანონი. ჩვენ ვხედავთ კორიანტელს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ იმისთვის, რომ ჩაიშალოს ეს ევროპული კანდიდატურა. კანონი საარჩევნო კოდექსზე და ცესკოზე. ესენი პირდაპირ ვენეციის კომისიის და რეკომენდაციების საწინააღმდეგოა, თუნდაც მოსამართლეების შემოწმებაზე პროცედურების არ დაწყება. როცა შენ გინდა გამჭვირვალობა",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.