ადრე გადით, გადით საარჩევნო უბანზე, ნურავის და ნურაფრის გეშინიათ. მეც ვიქნები ადრე უბანზე, მთელი დღე ვიქნები ინფორმირებული, ცხადია, ეს ჩემი მოვალეობაა, ვიცოდე რა ხდება, ყველას ვეკონტაქტო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„მე მინდა ვუთხრა ამომრჩევლებს, რომ ვიცით, გაყალბება ამ ქვეყანაში ახალი არ არის. ყველაფერი გავლილი გვაქვს, ტრადიციული ფორმები გაყალბების ადრე რაც იყო, კარუსელები და თითქმის ყველაფერი ვნახე, რა ფორმითაც შეიძლება გაყალბება. არ არსებობს გაყალბება, რომელიც არის უფრო ძლიერი, ვიდრე ხალხი გამოსული, რომელიც თავის ნებას იტყვის საარჩევნო უბანზე.
ანუ თუ ხალხი სახლში არ დარჩა, არც გაყალბება იქნება და არც დესტაბილიზაცია. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ სიმშვიდე დამოკიდებულია თქვენზე. ადრე გადით, გადით საარჩევნო უბანზე, ნურავის და ნურაფრის გეშინიათ. მეც ვიქნები ადრე უბანზე, მთელი დღე ვიქნები ინფორმირებული, ცხადია, ეს ჩემი მოვალეობაა, ვიცოდე რა ხდება, ყველას ვეკონტაქტო და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე, როგორც ამ ქვეყანასა და ჩვენს ერთობლივ მომავალს სჭირდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.