შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა მცდარი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო სააკაშვილმა თავად დათმო მოქალაქეობა“.

„ბატონო ანრი, პასპორტზე ბევრ ლაპარაკობდით. ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როდესაც აიღო ფრანგული პასპორტი და მას დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილმა პასპორტი, რომ არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, შენ მოგმართავ, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა ამ მცდარი გადაწყვეტილებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.