ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით.

ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლოტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო – ზოგს მაინც ეიმედება კანდიდატის სტატუსის მიღება.

გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება – ბრიყვია.

და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს „რუსულ ოცნებას“ რომ გეძახიან?“, – წერს სამადაშვილი.