საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი 93 თანამშრომელი ერთობლივი განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია.
დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.
ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე.
მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.
ჩვენ ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი.
[განცხადება არის ღია და მას შეუძლია შემოუერთდეს ნებისმიერი მოქმედი დიპლომატი]
განცხადებას ხელს აწერს:
ანნა ბაღბაია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
ანა ძოწენიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ანა ქოიავა - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
ანა შაიშმელაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ანა ჩიტალაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
მეგი ბენია - უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი
არჩილ მენთეშაშვილი - საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში
ასმათ გრძელიძე - საკონსულო დეპარტამენტი
ალექსანდრე გოგოლაძე - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ბაია კაპანაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ბონდო მესხი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
გიორგი წიქარიშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
გიორგი მურღვაშვილი - ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი
გიორგი თავართქილაძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
დავით ბაზერაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ერეკლე იანტბელიძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ეკა ფხოველიშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ვაჟა გვარამია - საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში
ვერა ხაჯალია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
თამარ ჩაჩიბაია - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
თამარ ბალავაძე - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
თამთა უგლავა - პოლიტიკური დეპარტამენტი
თეა ჯანაშია - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი
თორნიკე ფარულავა - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
თინათინ თაბუკაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
თინათინ ლოლომაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ირაკლი სიმონიშვილი - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ირმა კილასონია - ამერიკის დეპარტამენტი
ლანა ჯალაღონია - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ლუკა გაწერელია - პოლიტიკური დეპარტამენტი
მარიამ არბოლიშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი
მარიამ ჯანელიძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
მაკა მაღრაძე - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
მამიკა ანთაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ნესტან ბეჟანიშვილი - - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ნინო საღინაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
ნინო ჩხიკვაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ნინო ყამარაული - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ოლღა სპირანდი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი
საბა ფუტკარაძე - საკონსულო დეპარტამენტი
სალომე აქუბარდია - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ქეთევან სხილაძე - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი
ქეთევან ფრუიძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
ქრისტინე ჟღენტი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი
ხატია ხორავა - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ხუტა სალია - საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში
თეა ქარჩავა- საქართველოს საელჩო საფრანგეთში
გიორგი კეკელიანი - პოლიტიკური დეპარტამენტი
ელენე მდივანი-ამერიკის დეპარტამენტი
თათია არაბული - ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი
ნინო შეყრილაძე- საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
მარიამ მაისაია - ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
გიორგი სირბილაძე - ამერიკის დეპარტამენტი
თამარ ფახურიძე - ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ნინო ბალავაძე - ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
თამარ კობახიძე - დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
აკაკი დვალი- ნიუ იორკში გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა
თეა თოდუა - ნორვეგიაში საქართველოს საელჩო
ივანე გუტაშვილი - საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში
შოთა მჭედლიშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ეკა მეგრელიშვილი- ევროპის დეპარტამენტი
ირინე გიორგაძე-მროჟინსკა - ნორვეგიაში საქართველოს საელჩო
სანდრო კეკელია - აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი
ლიკა ჭიპაშვილი - ევროპის დეპარტამენტი
გიორგი ბუაჩიძე - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ბურჭულაძე - საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში
თამარ კაკულია - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო
ვასილ რუბაშვილი - უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი
ანა გაბიტაშვილი - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ჩხეიძე - საქართველოს დესპანი სომხეთში
ირაკლი კანდელაკი - უზბეკეთსა და ტაჯიკეთში საქართველოს საელჩო
ანა კოტრიკაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ნელი შიოლაშვილი - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი
ანა დობორჯგინიძე - საქართველოს საელჩო ინდოეთში
შორენა ხაჩიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
თენგიზ ჭუმბურიძე - საქართველოს საელჩო ესტონეთში
ანასტასია იმნაძე - ევროპის დეპარტამენტი
შალვა ცისკარაშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი
ალექსანდრე ხარაბაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
თინათინ მიქიაშვილი - ამერიკის დეპარტამენტი
კახაბერ დურგლიშვილი - საქართველოს საელჩო გერმანიაში
ნინო ბააკაშვილი - საერთაშორისო ორგანიზციების დეპარტამენტი
თამარ თევდორაძე - საქართველოს საელჩო ლიეტუვაში
ნინო ფიფია - საქართველოს საელჩო არგენტინაში
დაჩი მორჩილაძე - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ქობელაშვილი - საქართველოს საელჩო კორეაში
დეა მუმლაძე- საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი
ფიქრია გეგიძე - იაპონიაში საქართველოს საელჩო
დავით გოგინაშვილი - იაპონიაში საქართველოს საელჩო
მამუკა ციხელაშვილი - ჩინეთში საქართველოს დესპანი
გიორგი შოშიტაშვილი - საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი
ეკა ჩიქობავა - საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა დეპარტამენტი
გიორგი ღვინიაშვილი - საქართველოს საელჩო კუბაში" - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ "მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ".